ღა ღვ ღი ღო ღრ
ღვა

ღვარცოფების აუზების კლასიფიკაცია

Rus. Классификация селевых бассейнов
E. Classification of mudflow basins
საინჟინრო გეოლოგიაში მიღებული ღვარცოფების აუზების კლასიფიკაცია მათი წარმოშობის (გენეზისი) და საშიშროების კომპლექსური შეფასების (ღვარცოფების განმეორების სიხშირე, გამოტანილი მასალა და მიყენებული ზარალი) მიხედვით. ნ. კოლოტილინი ღვარცოფსაშიშროების მიხედვით გამოყოფდა აუზის სხვადასხვა ხარისხის 5 კატეგორიას: 1. აუზი, რომელიც გამოირჩევა აქტიური ღვარცოფმოქმედებით და წარმოქმნის კატასტროფული ხასიათის ღვარცოფს; 2. აუზი, რომელშიც ღვარცოფმოქმედება მიმართულია ჩაქრობისაკენ; 3. აუზი, რომელშიც თითქმის მთლიანად შეწყვეტილია ღვარცოფების მოქმედება; 4. აუზი, რომელიც იძლევა ხრამის ტიპის გამონატანს; 5. აუზი, რომელშიც ზოგჯერ წარმოიქმნება დიდი დამანგრეველი ძალის „სეისმური“ ჩამონაცური.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9