Rus. Классификация селевых очаговE. Classification of mudflow hearths საინჟინრო - გეოლოგიური პირობების შესწავლის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ღვარცოფების კერების კლასიფიკაციას და მეტად მნიშვნელოვანია მათი წარმოშობის მიხედვით. ა. შეკო გამოყოფს კერების ოთხ ჯგუფს: 1. კერებს, რომლებიც დაკავშირებულია ფხვიერი მასალის დაგროვებასთან დროებითი მდინარეების კალაპოტებში; 2. კერებს, რომლებიც დაკავშირებულია მდინარეების შეგუბებასთან, მათ მიეკუთენება: თანამედროვე და ძველი ჩამონაქცევი, ასევე ხელოვნური კაშხლები; 3. კერებს, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე მყინვარების მოქმედებასთან; 4. ვულკანის მოქმედებასთან დაკავშირებულ კერებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.