Rus. Классификация селевых потоков (по С.М. Флейшману)E. Classification of mudflow ღვარცოფული ნაკადის მყარი მინერალური და ფრაქციული შემადგენლობა რაოდენობის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მის სტრუქტურულ - რეოლოგიურ ბუნებას, გამოიყოფა ორი ტიპის ნაკადით: 1. სტრუქტურულ - შეკავშირებული, სადაც წვრილდისპერსიული თიხოვანი და მტვრიანი ნაწილაკები ერთმანეთთან დაკავშირებულია წყალკოლოიდური კავშირით და რის გამოც ნაკადის მოძრაობა ხორციელდება ერთიანი გრავიტაციული პროცესით; 2. უსტრუქტურო - შეუკავშირებელი, რომელიც მოძრაობის პროცესში ან ილექება კალაპოტის ფსკერზე, ან აღწევს გამოტანის კონუსამდე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.