Rus. Конвекционные теченияE. Convection current სიმკვრივით გამოწვეული დინება - ჰორიზონტალური ნაკადი ზღვასა და ოკეანეში. ვითარდება წყლის არაერთგვაროვანი სიმკვრივის განაწილებით, რაც გამოწვეულია სივრცესა და დროში წყლის არაერთნაირი ტემპერატურითა და მარილიანობით. კონვექციურ დინებას მიეკუთვნება ასევე წყლის ვერტიკალური გადაადგილება, რაც გამოწვეულია ამ მიმართულებით მისი სიმკვრივის სხვადასხვაობით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.