Rus. Коэффициент насищения породы водой (степень влажности, относительная влажность)E. Rock water saturation factor (degree of humidity, relative humidity) სიდიდე, რომელიც უჩვენებს ქანის ფორების წყლით ამოვსების ხარისხს. გამოიხატება ერთეულის ნაწილებში ან ქანში მყოფი წყლის რაოდენობის (ჩვეულებრივ სმ3) პროცენტული შეფარდებით მოცემული ნიმუშის სიცარიელების ჯამურ მოცულობასთან.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.