1. ფართოდ გამოყენებული ტერმინი გრუნტების ნელი მასიური მოძრაობის აღსანიშნავად ფერდობზე. კრიპი ხშირად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზომიერ ჰუმიდურ პირობებში ფერდობების ჩამოყალიბებაზე; 2. ფხვიერი საფარის გადაადგილება ქვემოთა ფერდობზე, გრუნტის მასის მოცულობის პერიოდული ცვლილების გავლენით, გამოწვეული ტემპერატურის მერყეობით, ცვლადი გაყინვითა და გალღობით, გაჯირჯვებით და თიხიანი შემადგენელი ნაწილაკების დატენიანებისა და გამოშრობისას მოცულობითი ცველილებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.