Rus. Круговорот биоэлементовE. Rotation of bioelements ორგანიზმში ნივთიერებათა შედგენილობის ცვლა გამოიხატება შემდეგ პორცესში: ორგანიზმთა სიცოცხლე შეუძლებელია, თუ მასში საკმაო რაოდენობით არ იქნება ისეთი კათიონი, როგორიცაა: კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. მათ უჭირავთ მშრალი წონის მესამედი, ამიტომ მათ მაკროელემენტებს უწოდებენ. რკინა, ბორი, თუთია, სპილენძი, მაგნიუმი, მოლიბდენი, ქლორის ანიონი კი მცირე რაოდენობითაა საჭირო /მშრალი წონის მემილიონედი/, ამიტომაც ისინი მიკრო ანუ ოლიგოელემენტებად იწოდებიან. ნიადაგში აღნიშნულ ელემენტთა აბსოლუტური და შეფარდებითი კონცენტრაცია დიდ როლს ასრულებს მცენარეული საფარის შემადგენლობის განსაზღვრაში. ხმელეთზე ბიოგენური კათიონების ძირითადი წყარო ნიადაგია, რომელიც წარმოიქმნება ქანების დაშლისას.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.