ლა ლე ლვ ლი ლო
ლაგ ლამ ლან ლარ ლატ

ლანდშაფტური აგეგმვა

Rus. Ландшафтная съемка
E. Topography curvey
ლანდშაფტის საველე გამოკვლევა, რომლის მთავარი მიზანია ლანდშაფტური რუკის შედგენა: ლანდშაფტური აგეგმვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ფაციესები (გეოგრაფიული გაგებით) და სხვადასხვა სახის ადგილები, რომელთა საზღვრები დაიტანება ტოპოგრაფიულ საფუძველზე ან აეროფოტოსურათებზე. ფაციესების დეტალური, მსხვილმაშტაბიანი აგეგმვა ჩვეულებრივ ფართობლივია. ცალკეული ადგილების აგეგმვისათვის ტარდება მარშრუტული აგეგმვა, რომელიც შერწყმულია საყრდენი უბნების შესწავლასთან.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9