ლა ლე ლვ ლი ლო
ლაგ ლამ ლან ლარ ლატ

ლანდშაფტური ეკოლოგია (ლანდშაფტების ეკოლოგია, გეოეკოლოგია)

Rus. Ландшафтная экология (экология ландшафтов, геоэкология)
E. Landscape ecology (geoecology)
ტერმინი შემოღებულია კ. ტროლეს მიერ 1939 წელს, რათა გამოისახოს ორი მიდგომის გაერთიანების მიზანშეწონილობა: „ჰორიზონტალური“, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი მოვლენების სივრცობრივ ურთიერთმოქმედებას (ძირითადად აეროფოტოაგეგმვის მასალებით) და „ვერტიკალური“, რომელიც ახდენს მოვლენების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას განსაზღვრული ეკოტიპის, ეკოსისტემის ჩარჩოებში. დღეისათვის ტერმინი გამოიყენება სამუშაო მიმართულებების აღსანიშნავად: 1. ლანდშაფტიის შესწავლა ხდება მცენარეულობასა და გარემოს შორის ეკოლოგიური დამოკიდებულების ანალიზის მეთოდით; 2. სტრუქტურისა და ბუნებრივი კომპლექსების ფუნქციონირების შესწავლა ტოპოლოგიურ დონეზე; 3. ბუნებრივი კომპლექსების შემადგენელი ნაწილების ურთიერთმოქმედებისა და საზოგადოების ზემოქმედების შესწავლა ლანდშაფტის ბუნებრივ შემადგენლობაზე, ნიცთიერებისა და ენერგიის ბალანსის ანალიზის საფუძყველზე. ამრიგად, ლანდშაფტის ეკოლოგიის ქვეშ ყველაზე ხშირად იგულისხმება ლანდშაფტის მხოლოდ ბუნებრივი შედგენილობის გამოკვლევა (არსებულის ან პოტენციურად შესაძლებლის)
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9