Rus. Латеритные почвыE. Laterite soil ფორმირდებიან ნოტიო ტროპიკულ ტყეებში. მათი ძირითადი დამახასიათებელი ფერებია: თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, ჭარბობს წითელი, რაც დაკავშირებულია ლატერიტული ნიადაგების შედგენილობაში დიდი რაოდენობით რკინის, ალუმინის და მცირე რაოდენობით ტუტეებისა და ტუტემიწების არსებობასთან. პროფილის ზედა ნაწილში ჰუმუსი შეადგენს 4-6%-ს, ქვემოთ მცირდება, რეაქცია მჟავეა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.