Rus. АпвеллингE. Upwelling ოკეანის სიღრმისეული ცივი წყლის ამოწევა, რომელიც მდიდარია ბიოგენური (ბიოფილური) ქიმიური ელემენტებით; პროცესი მიმდინარეობს ზღვის ციცაბო მატერიკული ფერდობიდან ქარის მიერ გამოწვეული ზედაპირული წყლების მიქცევით. აპველინგის ზონა მდიდარი რეგიონია თევზის რეწვისათვის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.