Rus. Липкость грунтаE. Ground stickiness; soil adhesiveness გრუნტის თვისება მიეწებოს საგანს, რომელთანაც ის შესებაშია. მწებვარება დამახასიათებელია თიხიანი ქანებისთვის, როდესაც ისინი იმყოფებიან ტენიან მდგომარეობაში. თიხების მწებვარების ხარისხზე, ტენიანობის გარდა, მოქმედებს გრანულომეტრიული და მინერალური შედგენილობა და შთანთქვადი ფუძეები. მწებვარების გადიდება ტენიანობის ზრდასთან ერთად ხდება მხოლოდ განსაზღვრულ ზღვრამდე. მწებვარების სიდიდე იზომება ძალით, რომელიც აუცილებელია მიწებებული სხეულის ასაგლეჯად, გამოისახება გ/სმ²- ით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.