Rus. Нагрузка рекреационнаяE. Recreational load დამსვენებლების უშუალო მოქმედების გავლენის ხარისხი (ტურიზმი, ტყის მცენარეების ნაყოფის შეგროვება, სპორტული ნადირობა, თევზის ჭერა და სხვ.) მათი სატრანსპორტო საშუალებებით, საცხოვრებელი (სახლი, აგარაკი) და სხვა ნაგებობების მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედებით ბუნებრივ კომპლექსებზე ან რეკრეაციულ ობიექტებზე. გამოისახება ადამიანების რაოდენობით ან კაც/დღეებით ფართობის ერთეულზე. რეკრეაციული დატვირთვის სახეებში არჩევენ: ოპტიმალურს, უკიდურეს (მაქსიმალურად დასაშვები) და დესტრუქციულ (დამღუპველი), რეკრეაციულ დატვირთვებს. პირველი ბუნებაში არ იწვევს დარღვევებს (რეკრეაციულ ობიექტზე), მეორე იწვევს დარღვევას, ხშირად დაღუპვასაც კი, მაგრამ შექცევადი ხასიათისაა, ხოლო მესამე ბუნებაში იწვევს რეკრეაციული ტერიტორიის ან კომპლექსის სრულ დაღუპვას.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.