Rus. Низкогорный релъефE. Low – mountain relief მთიანი რელიეფის ტიპი, რომელიც მთების ყველაზე დაბალ იარუსს შეესაბამება. შეფარდებითი სიმაღლე ჩვეულებრივ შეადგენს რამდენიმე ასეულ მ-ს, ხოლო აბსოლუტური 1000 მ არ აღემატება. რელიეფი ნაზი, მოგლულვებულია. მისთვის არ არის დამახასიათებელი ვერტიკალურ - ლანდშაფტური დიფერენციაცია. მაღალ განედებში კი, სადაც გვხვდება მყინვარული ფორმები, დაბალმთიანმა რელიეფმა შეიძლება ალპური იერი მიიღოს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.