Rus. Объемный вес твердой фазы (скелета) грунтаE. Volumetric weight of ground hard phase (skeleton) მყარი ნაწილაკების ან აბსოლუტურად მშრალი ქანის წონის შეფარდება წყლის წონასთან 4°C დროს, აღებული იმ მოცულობით, რომელიც ტოლია მთელი ქანის მოცულობისა (მარცვლების მოცულობას + ფორების მოცულობა) მოცემული ფორიანობის პირობებში. რიცხობრივად გრუნტის მყარი ფაზის მოცულობითი წონა ტოლია გრუნტის მოცულობის ერთეული წონისა ფორებში არსებული წყლის წონის გამოკლებით (გრუნტის ბუნებრივი ფორიანობისას).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.