ხა ხე ხვ ხი ხრ
ხრა ხრე

ხრამი

Rus. Овраг
E. Gulch, gullg, ravine
რელიეფის ეროზიული ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ფერდობზე ან წყალგამყოფზე, წარმოადგენს შედარებით ღრმა, წაგრძელებულ, დაკლაკნილ ან დატოტვილ ჩაღრმავებას, ქმნის V - ფორმის მქონე დროებითი ნაკადის ხეობებს, რომლებიც წარმოიქმნებიან წყალდიდობის დროს, ან პატარა ღელეებისაგან და გვალვების დროს შრებიან. ხრამი ეროზიის განვითარების პერიოდში განიცდის რიგ კანონზომიერ ურთიერთ შემცვლელ სტადიებს: მცირე სიღრმისა და სიგრძის ნაღვარევიდან (პირველი სტადია); ღრმა და განტოტვილი ხრამამდე (მეორე სტადია), რომელიც ჩამოყალიბდება ხევად, რომლის გრძივი პროფილი და ფერდობები აღწევენ განვითარების განსაზღვრულ წონასწორობას; იფარება ბუჩქნარებით, ხოლო მათი განივი კვეთი უახლოვდება ტრაპეციის ფორმას, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ფსკერით (მესამე სტადია) (В.Д. Ломтадзе. 1999).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9