Rus. Озеленение откосов отваловE. Afforestation of pile slopes (dump slopes) ეროზიის საწინააღმდეგო ხე - ბუჩქნარის გაშენება ან ნაყარის დაკორდება სხვადასხვა მრავალწლიანი ბალახით. გამწვანებას იწყებენ ნაყარის ფერდოების მდგრადობის მიღწევის შემდეგ. სამუშაოების დაგეგმვის დროს ითვალისწინებენ ნაყარის სიგრძეს, დაქანებას, ექსპოზიციას, ქანების ტენიანობას, ნაყარის ჩაყინვას და მათ ფიზიკურ - ქიმიერ თვისებებს. გამწვანებისთვის გამოიყენება ადგილობრივი უბრალო მდგრადი მცენარეული ჯიშები. დასათესი ან დასარგავი ფართობები, ან რიგები უნდა განლაგდეს ჰორიზონტალურად, თუ ფერდობის დაქანება 20°-ზე მეტია, უმჯობესია მოხდეს მათი დატერასება. ნარგავების სიხშირე ისაზღვრება გამოანგარიშებით იმისდა მიხედვით, თუ ტენიანობის რა მარაგია ნაყარ ქანებში, ნიადაგ- გრუნტებში და წყლის რა რაოდენობა იქნება საჭირო ნარგავებისთვის ვეგეტაციის პერიოდში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.