აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ
ამო ამფ

ამოწნეხვის მეწყერი

Rus. Оползень выдавливания
E. Squceze out landslide
1. ფრონტალური მეწყერი, რომელიც გამოიხატება გადამფარავი ქანების დიდი ბლოკების გადაადგილებაში. წარმოშობის მიზეზია ცოცვადობის გამომწვევი პროცესების არსებობა, რომელსაც თან ახლავს ფერდობზე არსებულ ქანებში ან მათ ძირში შედარებით სუსტი ფენების ამოწნეხვა, ბლანტ-პლასტიკური დინების სახით, დაბალი წნევის უბანზე. სინონიმი: ბლოკური მეწყერი, გაჭელეტის მეწყერი, სტრუქტურულ - პლასტიკური მეწყერი (Гулакян, Кюнтцель. 1970): 2. მეწყრის მოძრაობის პროცესში მეწყრული მასის დიდი დატვირთვის შედეგად ბაზისის ზონაში ცოცვითი სიბრტყის ქვეშ განლაგებული დეფორმაციისადმი დამყოლი შრეების მიწის ზედაპირზე ამოწევა. იგი მორფოლოგიურად წარმოადგენს მეწყრის მოძრაობის პერპენდიკულარულად წარმოქმნილ შედარებით წაგრძელებული რელიეფის ფორმას (ე. წერეთელი, ბ. კვირკველია).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9