Rus. Оползень детрузивныйE. Detrusion landslide 1. მოძრაობა იწყება ზემოდან და თანდათან გადაეცემა ქვემოთ. მოწყვეტილი ფერდობის ზედა ნაწილი ახდენს დაწოლას ქვემოთ მდებარე მასაზე. თელავს მას. წყვეტს ფერდობიდან და მასთან ერთად მიცოცავს ქვემოთ. წარმოიშობა იმ შრეების პლასტიკური გამოწურვით, რომლებიც დაწეულია ფერდობის ძირის ქვემოთ. რელიეფში გამოხატულია ბორცვოვანი ფერდობებით (Щукин, Емельянова. 1972); 2. მეწყრის ტიპი, რომელიც წაროიშობა შეღუნული ზედაპირის გასწვრივ და ტოვებს ფერდობის რელიეფზე ამფითეატრის მსგავს საფეხურს, გრუნტი მოძრაობს მთლიანი მასით, შეუძლია ბიძგი მისცეს მათ წინ განლაგებულ ქანებს და წარმოქმნას სერების მწკრივი (Colton. 1949).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.