Rus. Оползень потокE. Land - flow 1. წარმოიქმნება ფხვიერთიხოვანი ქანების ზედმეტი დატენიანების პირობებში; (Милановский, Золотарев, 1956); 2. გამოფიტვის პროდუქტების ნახევრად თხევადი ან პლასტიკური მასის ენა, ტალახიან ნაკადისაკენ გარდამავალი ტიპი, აქვს კარგად გამოსახული დაცურების ზედაპირი და ჩამომეწყრების გზა, რომლის სიგრძე რამდენჯერმე აღემატება მის სიგანეს; მეწყრის სხეული გადაკვეთილია განივი ნაპრალებით და საფეხურებით (Николаев, 1914); 3. დიდი ჩამონაცური. მოძრაობა ხდება ვარცლისებურ კალაპოტში. ნათლად გამოიკვეთება მეწყრის ზედა საფეხური და მეწყრის სხეული. იყოფა მარტივ და რთულ - ნაკადურ მეწყრებად (Дранников. 1956). სინონიმი: ცირკისებური.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.