რელიეფის ფორმა, წარმოქმნილი ჩამონაშალის შედეგად. დაუხარისხებელი დაკუთხული ნამსხვრევები მასალის დაგროვება ციცაბო ფერდობის ქვედა ნაწილში ან ძირში. წარმოიქმნება გამოფიტული ქანების დაგროვებით ფერდობზე. ჩამონაშალის ზედაპირი წარმოადგენს ქანობს 30-40° დაქანებით. ჩამონაშალი კლასიფიცირდება მასალის შედგენილობის მიხედვით: მსხვილნამტვრევებიანი (ნამსხვრევის სიდიდე >100 მმ); საშუალო ნამტვრევებიანი - (20-100 მმ ფარგლებში); წვრილნამტვრევებიანი (2-20 მმ) და სხვადასხვა სიდიდის.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.