Rus. Отступание склонаE. Retreat of slope ფერდობების უკუსვლა მათი ამგებელი ქანების ფიზიკური გამოფიტვის, დენუდაციის სხვადასხვა აგენტის მიერ გამოფიტული მასალის ფერდობების ძირიდან გადაადგილების შედეგად. ეს პროცესი განსაკუთრებით ენერგიულად მიმდინარეობს არიდულ და სემიარიდულ ჰავის ოლქებში (სტაბილური ტექტონიკური რეჟიმის პირობებში), სადაც ფერდობები უკან ისევენ ერთმანეთის პარალელურად; უკან დახეული ფერდობების ძირის გასწვრივ ყალიბდება მთისწინეთის ვაკეპედიმენტი და პედიპლენი. სინონიმი: ფერდობის უკუსვლა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.