Rus. Охрана природыE. Nature protection 1. ღონისძიებათა სისტემა, მიმართული ადამიანის საქმიანობის და ბუნებრივ გარემოსთან რაციონალური ურთიერთქმედების დასამყარებლად; ბუნებრივი რესურსების დაცვა-აღდგენის უზრუნველსაყოფად. იგი ითვალისწინებს საზოგადოების უარყოფით ზემოქმედებას ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; 2. კომპლექსური დისციპლინა, რომელიც შეიმუშავებს ბუნებრივი რესურსების შენახვისა და აღდგენის საერთო პრინციპებსა და მეთოდებს. მოიცავს მიწის, წყლის, ატმოსფეროს, მცენარეულობის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი კომპლექსების დაცვის საკითსებს.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.