ფხვიერი ქვიშიანი ქანები, რომლებიც განიცდიან დიდ მოძრაობას (ცურვადობას) გარკვეულ ჰიდროდინამიკურ პირობებში. არჩევენ ნამდვილ მცურავ ქვიშებს, რომლებიც შეიცავენ ჰიდროფილურ კოლოიდებს და ცრუ მცურავ ქვიშებს, კოლოიდური ნაწილაკების გარეშე. პირველები გადადიან მცურავ მდგომარეობაში მცირე დაწნევით გრადიენტის დროს და აქვთ მდგრადი მცურავი თვისებები; მეორენი კი - დიდი დაწნევითი გრადიენტის შედეგად იოლად გასცემენ წყალს და კარგავენ მცურავ თვისებებს. სამთო გამონამუშევრების გავლის დროს (გვირაბები, შახტები და სხვ.) მცურავ ქანებში იყენებენ დაცვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს (გაყინვას, სპეციალურ ფარებს, კესონებს და სხვ).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.