(ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი) - ზღვის, მდინარის, ტბის თანამედროვე სანაპირო ზონის წყალზედა ნაწილი, რომელიც წარმოიშობა ზვირთცემის ზონაში. მორფოლოგიურად გამოხატულია ზღვისაკენ დამრეცი ნაფენებით აგებული სანაპირო ზვინულის სახით. მასალის შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ კენჭიან, ხრეშიან, ქვიშიან, ნიჟარიან, მარჯნოვან და სხვა პლაჟებს; რეკრეაციული მიზნებისათვის მეტწილად გამოყენებულია ქვიშიანი და კენჭიანი პლაჟები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.