ნა ნე ნი ნო
ნია ნივ ნიტ ნიშ

ნიადაგის დაზიანება

Rus. Повреждение почв
E. Soil damage
წარმოადგენს ნიადაგური საფარის მექანიკურ დაშლას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით გამოწვეული აუცილებლობით და ექვემდებარება წიაღით სარგებლობის დასრულების შემდგომ სარეკულტივაციო სამუშაოებებით აღდგენას, სამშენებლო - გეოლოგიური სამუშაოების, სტიქიური მოვლენებისა და ეროზიული პროცესების ზემოქმედების შედეგად. დაზიანებულ ნიადაგს მიეკუთვნება ნიადაგი, რომლებსაც მოხსნილი ან დაფარული აქვს ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, ან დაბინძურებულია ისე, რომ მოითხოვს კონსერვაციას, რადგან გამოუსადეგარია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებისათვის, ან წინასწარი ნაყოფიერების აღდგენის გარეშე მათი გამოყენება შეუძლებელია, ე.ი. მიწები, რომლებსაც დაკარგული აქვთ თავისი პირვანდელი ღირებულება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9