Rus. Поглощающий (дренажный) колодецE. Absorption (drainage) well სამთო გამონამუშევარი (ჭა, შურფი, ბურღილი და სხვ.) რომლებიც გამოიყენება დედამიწის ზედაპირიდან ატმოსფერული, ზედაპირული ან კანალიზაციური წყლების არინებისათვის როგორც უწყლო, ასევე ნაწილობრივ წყლით გაჯერებულ ქანებში ჩასაშვებად. წყლის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიწოდებულ იქნეს შთანთქმელი ჭით წყალშეღწევად ქანებში იწოდება ჭის შთანთქმის უნარად; ეს უკანასკნელი განისაზღვრება შთანთქმული წყლის რაოდენობით დროის ერთეულში (მ³ საათი, ლიტ/წმ).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.