Rus. Подводно - оползневые дислокацииE. Underwater landslide dislocation დანალექი შრეების დანაოჭება წყალქვეშა მეწყრული პროცესებით. წყალქვეშა მეწყრული ნაოჭების მორფოლოგია მრავალმხრივია - სიმეტრიული, ასიმეტრიული და რთული ფორმების ნაოჭები. ამ ტიპის ნაოჭები შეიძლება იყოს ლოკალიზებული მრავალშრიან ფენის ზედა ნაწილში; ფენები შეიძლება იყოს დისლოცირებული მთლიანად და შემოფარგლული მომიჯნავე შრეების კონტაქტით (მნიშვნელოვნად გადაადგილებული ნალექები); ნალექების დანაოჭებაში შეიძლება მიტაცებული იყოს რამდენიმე ფენა. წყალქვეშა მეწყრული ნაოჭების წარმოქმნის მთავარი მიზეზია: მიწისძვრა აუზის ფსკერის შერხევით. ასეთ პირობებში საკმარისია ფსკერის დახრა 1-3° ფარგლებში, ინტენსიური ნალექდაგროვების შედეგად ნალექებით მდგრადობის მაქსიმალური კუთხეების გადამეტება; ამ შემთხვევაში ნალექდაგროვების დახრის კუთხეები 5-10°აღემატება (Зайка - Новацки).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.