Rus. Базис денудацииE. Denudation base დონე, რომელიც შეეფარდება ფერდობის პროფილის გარდატეხას და ჰყოფს მას უფრო ციცაბო და დამრეცი დაქანების უბნებად (ამ უკანასკნელთან წყდება მასის მოძრაობა ფერდობზე). დენუდაციის ბაზისის მიმართ ხდება მასის სიბრტყითი დაშლა-გადაადგილება გრავიტაციული ძალებით, რომლის ინტენსიურობა განისაზღვრება ფერდობის დაქანებით, არჩევენ: 1. ადგილობრივი დენუდაციის ბაზისს, რომელიც ჰყოფს ფერდობის სხვადასხვა უბნებს, საიდანაც მასის ჩამოტანა დამოკიდებულია მათ სხვადასხვა დონეზე; 2. დენუდაციის საერთო ბაზისს, რომელიც დაკავშირებულია მდინარის ან წყლის აუზის დონესთან, ანუ იმ ადგილთან, სადაც წყდება გრავიტაციული გადაადგილება და შესატყვისად სიბრტყებრივი გარეცხვაც; 3. მოცემულ ადგილზე დენუდაციური პროცესების გამოვლინების შესაძლო ქვედა ზღვარი; მთის ძირი, ნაკადის ან წყალსატევის დონე სადამდეც შესაძლებელია ფერდობიდან გადარეცხილი, ან გამოფიტული მასალის გადაადგილება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.