Rus. Полускальные /породы/ грунтыE. Half hard rocks ქანები, რომლებსაც ახასიათებთ დრეკადი კრისტალური ან ამორფული და პლასტიკური კოლოიდური კავშირი. ნახევრადკლდოვანი ქანები კუმშვის განსაზღვრულ ზღვრამდე, სანამ არ დარღვეულა დრეკადი კავშირი, განიცდიან დეფორმაციას დატვირთვის პროპორციულად და პირუკუ. ამ ზღვრის ზემოთ დეფორმაცია მიმდინარეობს ისე, როგორც ფხვიერ ქანებში. მათ მიეკუთვნება: მერგელები, არგილიტები, თიხაფიქლები და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.