ცე ცი ცნ ცო ცუ ცხ
ცნე

ცნება პროცესზე და მოვლენაზე

Rus. Понятие о „процессе“ и „явлении“
E. Concept of „process“ and „phenomenon“
ყველა მოვლენა შეპირისპირებულია წინამორბედ და მისი გამომწვევი პროცესით, ბუნებრივ (ფიზიკო - გეოლოგიურ) მოვლენებს მიაკუთვნებენ, მაგალითად, ლიოსების ეპიგენეტურ გამკვრივებას, „მდელოს ფინჯნისებური“ ჩაღრმავების წარმოშობით, მაგრამ გამკვრივება წარმოშობილი დატვირთვის შედეგად - ეს არ არის მოვლენა - ეს პროცესია. რაც შეეხება მდელოს, ბუნებრივ ფინჯნისებურ ჩაღრმავებას - ეს მოვლენაა გამოწვეული გამკვრივების პროცესის დამთავრებით. ამრიგად „მოვლენა“ და „პროცესი“ განსხვავებული მნიშვნელობისაა, ამ ცნებების ურთიერთ არევა არა მარტო ტერმინოლოგიური, არამედ უხეში მეთოდოლოგიური შეცდომაა, რომელიც ამახინჯებს წარმოდგენას მიზეზსა და შედეგს შორის. ცნებას „პროცესსა“ და „მოვლენის“ არასწორ განსაზღვრას მივყევართ იქამდე, რომ არსებულ კლასიფიკაციაში ისეთი ტიპური ფიზიკურ - გეოლოგიური მოვლენები, როგორიც გაყინვითი დეფორმაცია და ნაბურცვებია, ასევე დეფორმაციები ხელოვნური ფერდოსგან მიეკუთვნება საინჟინრო - გეოლოგიურ „პროცესებს“, ხოლო ტიპიური გეოლოგიური პროცესი, როგორიცაა ქანების გამკვრივება დატვირთვის ქვეშ (მყინვარის გეოლოგიური შემოტევის შედეგად) ან აბრაზია მიეკუთვნებიან ფიზიკურ - გეოლოგიურ მოვლენებს (Л.Д. Белый, В.В. Попов).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9