Rus. Популяционная экологияE. Population ecology გამოკვლევებმა ცხადჰყვეს, რომ ცალკეულ ინდივიდზე გარემო ფაქტორების უშალო ზემოქმედების მიუხედავად, შეგუება ამ ინდივიდთა ერთობლიობის - პოპულაციების დონეზე ხორციელდება, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა და განვითარდა ეკოლოგიის მეორე მიმართულება - პოპულაციური ეკოლოგია, რომელიც სახეობრივი პოპულაციების ზოგად თავისებურებებსა და გარემოსთან მათი შეგუების მექანიზმებს შეისწავლის. სწავლება პოპულაციების შესახებ მიუთითებს, რომ ბიოსფეროს ნებისმიერი მონაკვეთი უნდა განვიხილოთ, როგორც სხვადასხვა სახეობის მცენარის, ცხოველისა და მიკროორგანიზმის პოპულაციებისა და არაცოცხალი ფაქტორების რთული სისტემა, რომელშიც ხორციელდება ბიოგენური ნივთიერებებისა და ელემენტების ცვლა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.