ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტემ ტენ ტერ ტექ

ტერიტორიის საინჟინრო - გეოლოგიური დარაიონების პრინციპები

Rus. Принципы инженерно-геологического районирования территории
E. Principles of engineering-geological zonation of territory
საინჟინრო - გეოლოგიური დარაიონება გამოიხატება ტერიტორიის სივრცობრივი დანაწილებით საინჟინრო - გეოლოგიური პირობების ერთგვაროვნებისა და ცვალებადობის პრინციპებზე დაყრდნობით (Сепреев). საინჟინრო - გეოლოგიური დარაიონებისა და მისი პრინციპების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შედარება და შეფასება იმ საინჟინრო - გეოლოგიური პირობების სხვადასხვაობისა, რომელიც ცალკეულ ტერიტორიაზე გვხვდება. საინჟინრო - გეოლოგიური დარაიონების შედარებით სრული პრინციპი შეიმუშავა ი. პოპოვმა, რომელმაც რანგისა და რიგის მიხედვით გამოყო ტაქსონომეტრიული ერთეულები: რეგიონი, ოლქი, რაიონი, ქვერაიონი. რეგიონები იყოფიან სტრუქტურულ - ტექტონიკური, ხოლო ოლქი - გეომორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. ოლქში გამოიყოფა რაიონები, რომელთა ტერიტორიაზე აღინიშნება გეოლოგიური აგებულების ერთგვაროვნება, გამოხატული ქანების ერთნაირ თანმიმდევრულ განლაგებაში, წყობაში, სიმძლავრესა და პეტროგრაფიულ შემადგენლობაში. ასეთი საინჟინრო - გეოლოგიური რაიონის ტერიტორიაზე გამოიყოფა ქვერაიონები, რომლებიც განსაზღვრავენ გეოლოგიური პროცესების განვითარების კანონზომიერებას, მასშტაბებსა და ცვლილებების ტენდენციებს. მსხვილმასშტაბიანი საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის დროს ქვერაიონებში გამოიყოფა საინჟინრო - გეოლოგიური უბანი, მათში კი - საინჟინრო - გეოლოგიური ელემენტები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9