ღა ღვ ღი ღო ღრ
ღვა

ღვარცოფების პროგნოზირება

Rus. Прогнозирование селей
E. Debris flow, Mudflow forecast (predication)
ღვარცოფების განვითარების შესაძლო პროგნოზი მოცემულ ტერიტორიაზე (აუზში) სივრცესა და დროში. სივრცითი პროგნოზის ქვეშ იგულისხმება მოცემული ტერიტორიის რეგიონალური შეფასება, როგორც ღვარცოფსაშიში, რომლის დადგენა ხდება სპეციალური საინჟინრო - გეოლოგიური აგეგმვის საფუძველზე და ღვარცოფების ძირითადი (გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური) ფაქტორების ჩამოყალიბების ანალიზის მეთოდით. დროის პროგნოზი ითვალისწინებს პირობების რაოდენობრივ გამოსახულებას, რომლის დროსაც შესაძლებელია ღვარცოფების წარმოშობის საგრძნობი ზრდა გარკვეულ დროში. ღვარცოფების წარმოშობის პროგნოზირების ძირითადი მეთოდებია: ჰიდრომეტეოროლოგიური, საინჟინრო - გეოლოგიური და გეობოტანიკური. თითოეული მათგანი განიხილება და შეისწავლება ცალ - ცალკე და კომპლექსში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9