Rus. Профиль равновесия склонаE. Slope balance profile 1. ზუსტად ჩაღუნული პროფილი, რომელიც გამომუშავდა სიბრტყითი და ნაკადულისებური ჩამორეცხვით. ფორმირდება შედარებით სტაბილური დენუდაციის ბაზისის პირობებში; 2. ფერდობის პროფილის ზღვრული ფორმა; 3. ჩაზნექილ - ამოზნექილი პროფილი, რომელიც გამომუშავდება ფერდობმაფორმირებელი პროცესების კომპლექსით. დამახასიათებელია ფერდობებზე მასალის გადატანისა და დალექვის პროცესების შედარებით დინამიკური წონასწორობებით და მათი შედარებითი სტაბილურობით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.