გა გე გვ გლ გნ გო გრ გუ
გრა გრი გრუ

გრუნტების დალბობა

Rus. Размокаемость грунтов
E. Soil soaking
გრუნტის თვისება წყლის შთანთქმის დროს დაკარგოს ბმულობა და გადაიქცეს ფხვიერშეუკავშირებელ მასად მზიდი უნარის მთლიანი დაკარგვით. გრუნტის დალბობა დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე, დისპერსიულობასა და ნაწილაკებს შორის ბმულობის ხარისხზე, თავდაპირველად სინოტივესა და წყლის შემადგენლობაზე. დალბობის მაჩვენებლებს წარმოადგენენ: 1. დრო, რომლის განმავლობაში წყალში მოთავსებული გრუნტის ნიმუში კარგავს ბმულობას და იშლება; 2. დაშლის ხასიათი (მსხვილი და წერილი კოშტები, მტვერი და სხვა). დალბობის სიდიდე გამოიყენება წყალსაცავების ნაპირების გადამუშავების დადგენის, არხების ფერდოს, ქვაბულების ბორტებისა და სხვა მიწის ნაგებობის მდგრადობის შესაფასებლად.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9