Rus. РазмываниеE. Washing oul, scouring 1. დედამიწის ზედაპირიდან წვრილი მინერალერი ნაწილაკების გადარეცხვა წვიმისა და მდნობარე თოვლის წყლის ჭავლების მიერ. რომლებიც გაედინებიან მიკროკალაპოტებში ან წყლის მთლიანი ფენის სახით. საპირისპიროა ხაზობრივი ეროზიისა. სინონიმი: ზედაპირული ჩამორეცხვა, წვიმისებური დენუდაცია; 2. ქანის გამოფიტვის პროდუქტების გადატანა წყლის ნაკადით, მყინვარებით, ქარითა და სხვა; არჩევენ ზედაპირული და წყალქვეშა წარეცსვას. ზედაპირული წარეცხვის ნიშნებს წარმოადგენენ: დალექვის შეწყვეტის პროცესში ჭრილში შექმნილი ზედაპირის უსწორმასწორობა, ახალგაზრდა ქანების ტრანსგრესიული განლაგება უფრო ძველზე და მისი საერთო მკვეთრი ლითოლოგიური განსხვავება, კუთხური უთანხმოება, ეროზიული ჩაჭრა საგებ ქანებში და ა.შ. წყალქვეშა წარეცხვა გამოწეეულია ზღვის დინებით, რასაც თან ახლავს: დინების ღარები, ჭავლები, მექანიკურად დახარისხებული ნიჟარების გროვა, წყლის ძლიერ დინებას შეგუებული ფაუნა, კენჭნარი, საგები ქანების შემცირებული სიმძლავრე და სხვ.; 3. ოკეანოლოგიაში წარეცხვა ნიშნავს ტალღების მიერ ფხვიერი მასალისაგან შემდგარი ნაპირის დაშლას. წარეცხვა ხარისხობრივად განსხვავდება აბრაზიისაგან, რომლის დროსაც ტალღები ზემოქმედებს კლდოვან ქანებზე. წარეცხვა წარმოადგენს აბრაზიის კერძო შემთხვევას.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.