Rus. Размыв и разрушение склоновE. Slope washout and failure ატმოსფერული წყლების ეროზიულ მოქმედებას მოჰყვება ფხვიერი ქანების მიწის ზედაპირიდან წარეცხვა და ხრამ - ხევების წარმოშობა, ხევების ზრდა შეიძლება გააქტიურდეს ასევე მათ მიერ გრუნტის წყლების ჰორიზონტის გახსნის ხარჯზე. ხრამების განვითარებას ახასიათებს სტადიურობა. თავდაპირველად პატარა ნიაღვარებისა და ღრანტების წარმოქმნა, რომელთა სიღრმე საშუალოდ 0.05 - 1.0 მ-ს არ აღემატება, ხოლო შემდგომ ხდება წონასწორობის გასწვრივი პროფილის გამომუშავება და მისი გადაქცევა ხევად.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.