ქა ქე ქვ ქი ქლ ქს
ქაი ქალ ქან ქარ

ქანების გადარეცხვა

Rus. Размывание пород
E. Rock scouring
ზედაპირული და გამდინარე წყლებით ქანების დაშლა და მინერალური ნაწილაკების გადატანა. წყალთან ქანების ურთიერთქმედება შეიძლება იყოს დინამიკური და სტატიკური. დინამიკური ზემოქმედება არის გარეცხვის პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ქანების წყალმედეგობაზე და ხასიათდება დალბობის კოეფიციენტით ე.ი. წყლის სტატიკური ზემოქმედებით ქანზე. ქანების გადარეცხვა დღემდე სუსტად შესწავლილი პროცესია. შედარებით სუსტად შესწავლილია წყლის ზედაპირული ნაკადის გარეცხვითი მოქმედება ფხვიერ ქანებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ქიმიური ბუნების სტრუქტურული და იონოელექტროსტატიკური კავშირები (ქვიშიანი, ხვინჭიანი ქანები და სხვა). ასეთი ქანები ეწინააღმდეგებიან გარეცხვას ნაწილაკების წონის სარჯზე, ამიტომ უნდა დადგინდეს დამოკიდებულება ფხვიერი ქანების ნაწილაკების ზომებისა და იმ ნაკადის საშუალო სიჩქარეს შორის, რომლის დროსაც იწყება ქანის გადარეცხვა, ე.ი. ცალკეული მარცვლების მოწყვეტა და ნაკადით მათი გადატანა. წვრილი ქვიშა გადაიტანება წყლით თუ მისი სიჩქარე 0.22 მეტრზე მეტია დღე - ღამეში, ხოლო თუ სიჩქარე 10 მ/წმ აღემატება, ნაკადს შეუძლია გადაიტანოს 15კგ სიმძიმის ქვა (Сергеев. 1978).
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9