Rus. Регуляция численности и емкость среды (экология)E. Number control and environmental capacity (ecology) როგორც კი რიცხოვნობა გადააჭარბებს ზღვარს, თავს იჩენენ ჯგუფის ეფექტით განპირობებული მექანიზმები. ამის შედეგად შობადობა ქვეითდება, სიკვდილიანობა კი მატულობს, რაც იწვევს პოპულაციის სიმჭიდროვის დაქვეითებას. საწინააღმდეგო ვითარებაში, როდესაც პოპულაციის სიმჭიდროვე დაბალია, ხოლო სასიცოხლო რესურსები - ოპტიმალურია, შობადობა ჭარბობს სიკვდილიანობას და პოპულაციის რიცხოვნობა იზრდება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.