Rus. РоссыпьE. Placer, placer deposit 1. დედამიწის ზედაპირზე მინერალების ან ქანების მცირე ნატეხების გროვა, წარმოშობილი საბადოების ან ქანების დაშლის შედეგად, ზოგჯერ მცირე რაოდენობით შეიცავს სასარგებლო წიაღისეულს; 2. ზედაპირი, რომელიც შედგება ქვის ლოდებისგან, წარმოშობილი ადგილზე მასიური ძირითადი ქანების დაშლის შედეგად. ჩვეულებრივ გვხვდება მთების, თხემების ბრტყელ ზედაპირზე; სინონიმი: ქვათა ქვიშრობები; 3. მექანიკური დაშლის შედეგად წარმოშობილი გამოფიტვის პროდუქტების განიერი ზოლი ან მთლიანი საფარი. მათი მოძრაობა განსხვავებით ჩამონაშალისაგან ხდება ცალკეული ნატეხების გადაგორებით შედარებით დამრეც, გლუვ ზედაპირზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.