Rus. Сейсмические волныE. Seismic wave წარმოიშობა სეისმური კერიდან (ეპიცენტრიდან). წარმოშობილი სეისმური ენერგია ყველა მიმართულებით ვრცელდება სხვადასხვა დრეკადი ტალღების სახით. სეისმური სიღრმის ტალღები იყოფიან გასწვრივად (მოცულობითი ტალღები, რომლებიც იწვევენ ქანების გაფართოებას და შემჭიდროებას) და განივად (რომლებიც იწვევენ მათში ძვრით დეფორმაციას – ფორმის შეცვლას). გასწვრივი ტალღები ვრცელდება ყოველგვარ გარემოში – მყარში, თხევადში, გაზისებურში; განივი კი – მხოლოდ მყარ გარემოში. ისინი არ ვრცელდებიან წყალში. ორივე სახის ტალღა აღწევს მიწის ზედაპირამდე და იწეევს ზედაპირულ ტალღებს (რელეიას და ლიავას ტალღებს). გასწვრივი და განივი ტალღების გავრცელების ურთიერთსისწრაფის ფარდობა კლდოვან ქანებში უდრის – 1.73-ს. ფხვიერ ქანებში ეს ფარდობა შეიძლება იყოს დიდი. რელეიას ტალღების სისწრაფე განივი ტალღების სისწრაფეზე ნაკლებია. დრეკადი ტალღების ჩაქრობის კოეფიციენტის მნიშვნელობა გეოლოგიური სტრუქტურისა და ტალღის გავრცელების მიმართულების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.