Rus. Сейсмические явленияE. Seismic events სეისმურს მიეკუთვნება ტერიტორიები, რომელსაც მიდრეკილება აქვს მიწისძვრისაკენ, რაც გამოვლინდება მკვეთრი, უეცარი მიწისქვეშა ბიძგებით და მიწის ქერქის მერყეობით, რომელიც საშიშროებას უქმნის ადამიანის ცხოვრებას და მოღვაწეობას. სეისმური პროცესები იყოფიან ბუნებრივად და ხელოვნურად. პირველი, გამოწვეულია ტექტონიკური პროცესებით, ვულკანური მოვლენებით, მთის ჩამოწოლით და კარსტული ჩავარდნებით; მეორე - დაკავშირებულია საწარმოო და სხვა აფეთქებებთან (მაგალითად, ბირთვული). წარმოშობის ადგილის მიხედვით არჩევენ ხმელეთისა და ზღვის ძვრას. ამ უკანასკნელს თან ახლავს დიდი ოკეანური ტალღები – ცუნამი, რომელიც მეტად დამანგრეველია. მიწისძვრის წარმოშობის ადგილს, რომელიც იმყოფება სიღრმეში უწოდებენ კერას ან ჰიპოცენტრს, სოლო ადგილს, რომელიც ვრცელდება ვერტიკალურ ჭრილში მიწის ზედაპირზე უწოდებენ ეპიცენტრსა და ეპიცენტრულ არეს. ტერიტორია სადაც ვლინდება დამანგრეველი მიწისძვრები უწოდებენ პლეისტოსეისმურ არეს. არჩევენ ნორმალურ კერას 70-80 კმ სიღრმეზე, შუალედურს - 70-300 კმ სიღრმეზე და ღრმას - 300 კმ-ზე მეტ სიღრმეზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.