ღა ღვ ღი ღო ღრ
ღვა

ღვარცოფი

Rus. Сель или силь
E. Mudflow
ტერმინი აღებულია არაბული ენიდან და ნიშნავს მთის ჩქარ ნაკადს. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი – ღვარცოფი ნიშნავს ხანმოკლე მოქმედი მთის ნაკადს, ნაყარი მასალის დიდი (60-70%-მდე საერთო მოცულობიდან) რაოდენობის შემცველობით. ხასიათდება წარმოშობის მოულოდნელობით, მოძრაობის დიდი სიჩქარითა და მნიშვნელოვანი დამანგრეველი ძალით. ღვარცოფულ ნაკადს, დინების მიმართულებით, ახასიათებს პულსაციური რეჟიმი, რომელიც დაკავშირებულია მოძრაობის პროცესში ჩახერგილი ადგილების შექმნასთან. ამრიგად, ღვარცოფი არის მოკლევადიანი ბობოქარი წყალდიდობა მთის მდინარეებზე, რომლის გავლის დროსაც ნალექების კონცენტრაცია წყალში საგრძნობლად იზრდება, რაც მდინარეს აძლევს ტალახის ან ქვა-ტალახის ნაკადის ხასიათს. ღვარცოფების წარმომობისათვის აუცილებელია შემდეგი ბუნებრივი პირობები: 1) ციცაბოფერდობიანი და ძლიერ დანაწევრებული რელიეფი, მუდმივი და დროებითი წყალსადინარების კალაპოტების მნიშვნელოვანი (არანაკლებ 0,1) დახრით; 2) მდინარის აუზებში ფხვიერნამტვრევი მასალის დიდი მარაგი, რომელიც წარმოადგენს ღვარცოფების მყარ შემადგენელს; 3) კალაპოტებისა და ფერდობების ინტენსიური ჩამონადენი, რომელიც გამოწვეულია წყალდიდობით, უხვი თოვლდნობით, იშვიათად ყინულდნობით ან ღია (კაშხალის ტიპის მთის ტბის) და დახურული (მყინვარებში და მორენებში) წყალსატევების გარღვევით. ღვარცოფების აქტივიზაციის ბუნებრივ ფაქტორთა რიცხვს მიეკუთვნება: გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ჰიდროლოგიური, ჭაობნიადაგიანი, ანთროპოგენური და სხვა ფაქტორები.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9