ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფენ ფერ

ფერდობი

Rus. Склон (скат)
E. Slope, descent
დედამიწის რელიეფის დახრილი ზედაპირები, რომლებიც ყალიბდებიან ხმელეთზე, ზღვებისა და ოკეანეების ფარგლებში ენდოგენური და ეგზოგენური პროცესებით. ფერდობების მოყვანილობა განისაზღვრება ამგებელი ქანების შედგენილობით და აგებულებით, ადგილის შეფარდებითი და აბსოლუტური სიმაღლეებით, ფერდობული პროცესების ინტენსივობით, ჰავის თავისებურებით, ექსპოზიციით და სხვა. ფორმის მიხედვით განასხვავებენ: სწორ ფერდობებს - მთელ ზედაპირზე თანაბარი დახრილობით; ამოზნექილ ფერდობებს დახრილობით, რომლებიც მატულობს ძირისაკენ; ჩაზნექილ ფერდობებს - დახრილობით, რომლებიც მცირდება ზემოდან ქვემოთ; რთული აღნაგობის ფერდობებს, მათ რიცხვში საფეხურებრივს. ამა თუ იმ სახის გრავიტაციული მოიძრაობის გაბატონებისა და რელიეფწარმომშობი პროცესების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ: ჩამონგრეულ, მეწყრულ, სოლიფლუქციურ, დელუვიურ, ეროზიულ და სხვა ფერდობებს. მთებში მეტწილად ფერდობების დახრილობა 20˚აღემატება.
Synonym: კალთები
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9