სა სე სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
სოლ სოპ სორ

სოლიფლუქცია

Rus. Солифлюкция
E. Solifluction
დამრეც ფერდობზე (2-3˚-დან 10-15-მდე) წყლით გაჟღენთილი ნიადაგისა და წვრილდისპერსიული გრუნტის ნელი, პლასტიკური გადაადგილება სიმძიმის ძალით. დამახასიათებელია მარად მზრალი რაიონებისთვის. სოლიფლუქციას ხელს უწყობს ინტენსიური თოვლდნობა და თავსხმა წვიმები, რომლის დროსაც გრუნტის მდგრადობა სუსტდება. გრუნტის გადაადგილების სიჩქარე წელიწადში რამდენიმე სმ-დან რამდენიმე მ-მდეა. იგი ჩვეულებრივ ვითარდება ტყის ზედა საზღვრის ზემოთ და წარმოშობს მზრალი რელიეფის სპეციფიკურ ფორმებს - სოლიფლუქციურ ტერასებს, ზვინულებს და სხვა.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9