Rus. Солнечная энергияE. Solar energy მზის სხივური ენერგია უმნიშენელოვანესი ეკოლოგიური ფაქტორია. მინჩადეკის კლასიფიკაციის მიხედვით, იგი პირველად პერიოდულ ფაქტორთა ჯგუფს მიეკუთენება. სხივური ენერგია მონაწილეობს მრავალ ფიზიოლოგიურ მოვლენაში; მათგან უმთავრესია ფოტოსინთეზი, რომლის ინტენსივობა მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ეკოსისტემების პროდუქტიულობას. მზის ენერგია უშუალოდ მოქმედებას ახდენს ორგანიზმებში მიმდინარე პროცესებზე.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.