Rus. СопкаE. Coniform hill, coniform mounitain: bald peak; mud volcano ტერმინი მაღლობის აღსანიშნავად (სხვადასხვა ქვეყნებში ხმარობენ სხვადასხვა მნიშვნელობით): 1. კავკასიის სამხრეთში სოპკას უწოდებენ ტალახის ვულკანს; 2. ურალში, ციმბირში და სხვა ადგილებში - უტყეო მთების მწვერვალებს; 3. კამჩატკაზე - ჩამქრალ და მოქმედ ვულკანებს; 4. საქართველოში - ბორცვს ან გორაკს გუმბათისებური ან კონუსისებური მწვერვალებით.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.