ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე, ისინი შეიძლება იყოს: მიმაგრებული, მჯდომარე (წყალმცენარეები, ღრუბლები, მარჯნები და სხვა); მთხრელები (მოლუსკები, ჭიები), მხოხავები (კიბოსნაირები, კანნემსიანები) ან თავისუფლად მოცურავენი ზღვის ფსკერზე. ბენტონით მდიდარია ზღვისპირა რაიონები და ოკეანეები, განსაკუთრებით ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.