Rus. Среда артеприродная („третьей природы“ населенных мест, техногенная)E. Artenatural medium (of third nature; populated areas, technogenic) ადამიანის ირგვლივ შექმნილი ხელოვნური გარემო, რომელიც შედგება ტექნიკური (შენობები, ნაგებობები, ხელოვნური განათება, ასფალტირებული გზა და სხვ.) და ბუნებრივი (ჰაერი, ბუნებრივი განათება და სხვ.) ელემენტებისგან. არტებუნებრივ გარემოს მიეკუთვნება კოსმოსური ხომალდების გარემოც, რომლებიც ხელოვნურია, მაგრამ დაფუძნებულია ბუნებრივ კომპონენტებზე, კერძოდ, მცენარეულ და მიკრობულზე (კოსმონავტების ნაწლავების ფლორის გათვალისწინებით). როგორც ჩანს, ადამიანის სხეულის მოწყვეტა ბიოსფეროდან პრინციპულად შეუძლებელია. არტებუნებრივი გარემო ხელოვნური ხელშეწყობის გარეშე დეგრადირდება.
Source: საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური განმარტებითი ლექსიკონი = Инженерно-геологический и геоэкологический толковый словарь = A dictionary of engineering-geology and geoekology : (რუსულ-ინგლისურ-ქართულ ტერმინთა შესატყვისობით და ქართული განმარტებით), თბილისი : მეცნიერება, 2005. ISSN 99928-962-4-8.